logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

3 სექტემბერი. 2023. 23:28

 

 

აზერბაიჯანში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

„აზერნიუსის“ ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქურდამირში იყო, სადაც მიწისძვრის სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქურდამირის რაიონში მომხდარი მიწისძვრა საათლის, ბეილაგანის, მინგაჩევირის, იარდიმლისა და გაბალას რაიონებშიც იგრძნობოდა.

 

ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner