logo_geo
eng_logo
აშშ-ში ფესტივალ burning man-ზე ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

4 სექტემბერი. 2023. 00:23

 

 

აშშ-ში, ნევადის შტატში ფესტივალ burning man-ზე ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

მედიის ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

პერშინგის ოლქის შერიფის ოფისში განაცხადეს, რომ ამჟამად იძიებენ უამინდობის დროს ერთი ადამიანის დაღუპვის საქმეს, მაგრამ გარემოებების შესახებ დამატებითი დეტალები შერიფის ოფისში არ დაუზუსტებიათ. ასევე, არ აკონკრეტებენ გარდაცვლილი პიროვნების ვინაობას.

 

„ოჯახს ეცნობა და გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს“, - აცხადებენ შერიფის ოფისში.

 

მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე დაახლოებით 70 000 ადამიანი იმყოფება, რომლებიც ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ.

 

Burning Man არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნებისა და კულტურის ღონისძიება, რომლის დროსაც სტუმრები ქმნიან დროებით ქალაქს შუა უდაბნოში. მუსიკასთან ერთად, ფესტივალზე, როგორც წესი, წარმოდგენილია ხელოვნების ინსტალაციები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner