ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობას ქუჩებში არ გასვლისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ესპანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ბიურომ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. სინოპტიკოსების პროგნოზით, მადრიდში დღეს საღამოს რეკორდული რაოდენობის ნალექს ელოდებიან.
ესპანეთის სახელმწიფო რკინიგზის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდისა და ვალენსიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და სხვა ხაზებს შორის შეჩერებულია.
მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ქალაქის მცხოვრებლები მოსალოდნელი უხვი ნალექისა და შესაძლო წყალდიდობის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გააფრთხილა.
მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ მოუწოდა ხალხს არ გამოვიდნენ ქუჩებში.