logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინა
- +

4 სექტემბერი. 2023. 11:11

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.

 

უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოვლენილ იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებულ იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner