„ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ…ჯორჯ ბუშთანაც აქვს კითხვები მთელს მსოფლიოს - ერაყის განადგურებაზე, იქ არ არსებულ ქიმიურ-ბიოლოგიურ იარაღზე! ავღანეთზე! 11 სექტემბერზე!“ - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში“.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, საქართველოდანაც ბევრი კითხვაა - რატომ უწოდებდა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან დიქტატორულ რეჟიმს დემოკრატიის შუქურას?! რატომ „გაუპრავა“ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს?!
„ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ…
ჯორჯ ბუშთანაც აქვს კითხვები მთელ მსოფლიოს - ერაყის განადგურებაზე, იქ არ არსებულ ქიმიურ-ბიოლოგიურ იარაღზე! ავღანეთზე! 11 სექტემბერზე!
საქართველოდანაც ბევრი კითხვაა - რატომ უწოდებდა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან დიქტატორულ რეჟიმს დემოკრატიის შუქურას?! რატომ „გაუპრავა“ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს?! რა როლი ჰქონდა ბუშს, დიკ ჩეინის და მათ ადმინისტრაციას 2008 წლის ავანტიურაში და ა.შ. და ა.შ.
აღნიშნული კითხვები ჩვენც დევიდ კრამერს გავატანოთ?..“ - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.