logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის
- +

7 სექტემბერი. 2016. 14:38



საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის.



გენერალური მდივანი და ატლანტიკური საბჭო ქვეყანაში ჩამოდის მნიშვნელოვან პერიოდში ვარშავის სამიტის შემდეგ, რაც არის პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის. ეს არის დადასტურება ყველა იმ შედეგის, რომელიც საქართველოს მთავრობას ჰქონდა ამ პერიოდის განმავალობაში. ეს ვიზიტი არის ხაზგასმა ჩვენი რეფორმების, რათა მათ თავიანთი თვალით ნახონ, დაათვალიერონ როგორც თავდაცვის სფეროში განვითარებული რეფორმები და განხორციელებული პროექტები, ასევე ისაუბრონ საქართველოში ყველა აქტორთან, იქნება ეს საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, პოლიტიკური პარტიები თუ .. მათ ექნებათ სრული სურათი თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და რა ნაბიჯებს დგამს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ჩვენი მიზანი იყოს შესრულებული ერთობლივად", - განაცხადა ჯანელიძე

.


მისივე თქმით, საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები.



საუბარი შეეხება გამოწვევებს, საფრთხეებს, რომელიც დღეს რეგიონშია და არა მარტო საქართველოს აქვს, არამედ დღეს ევროატლანტიკურ სივრცეს გააჩნია. იმ პარტნიორობით და ღრმა თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ ალიანსთან გვაქვს, როგორ შეიძლება ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ და რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯები, რომელიც ერთად გადაიდგმება. ეს ნაბიჯები ვარშავის სამიტზე შეთანხმდა. ეს არის ჩვენი მეტი ჩართულობა და მონაწილეობა შავი ზღვის სტრატეგიული განხილვის საკითხებში, უსაფრთოების საკითხებში. ეს არის საჰაერო თავდაცვა, ეს არის ჩვენი სხვა ორმხრივი თანამშრომლობა NATO- წევრ ქვეყნებთან ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერების კუთხით, რა თქმა უნდა, სტატეგიული კომუნიკაციების მიმართულება. ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner