logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში კაბინეტებში დარბიან იმისთვის, რომ ქვეყანამ არ და ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი
- +

4 სექტემბერი. 2023. 15:21

 

 

„ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ისეთს ახალისებს, რაც ქვეყნის ინტერესებს და მის მომავალს აზიანებს.

 

„ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და დამაზიანებელია მისი მომავლისთვის; ახალისებს ძალადობას - გავიხსენოთ ფაქტები, როდესაც მაგალითად, პოლიციელს სცემდნენ, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილს“, ამ ყველაფერს ახალისებდნენ და გმირობად თვლიდნენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წინააღმდეგ; როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, დგამს არასწორ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ხდება წახალისება. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროპაში, ბრიუსელში, დარბიან კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ და ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისევე, როგორც ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების წინ და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner