logo_geo
eng_logo
მარტვილში პოეტ გოგოშა გეგელიას პოეზიის საღამო გაიმართა
- +

4 სექტემბერი. 2023. 16:33

 

 

მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, საქართველოს ნოტარიუსის, პოეტ გოგოშა გეგელიას პოეზიის საღამო გაიმართა.

 

საღამოზე შეკრებილებს ქალბატონი გოგოშას ყველასათვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს.

 

„კოლხურმა ტრიომ“ შეასრულა მუსიკალური ნომრები.

 

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ გზირიშვილი, მოწვეული სტუმრები, ნოტარიუსთა პალატის წევრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და გოგოშა გეგელიას პოეზიის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner