logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ის მაინც გვითხრას საქართველოს პრეზიდენტმა, რომელი კონსტიტუციით მოქმედებს, ან საერთოდ კონსტიტუციით მოქმედებს თუ არა? იქნებ პირადი კონსტიტუცია აქვს?
- +

4 სექტემბერი. 2023. 17:15

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა.

 

„საქართველოს პრეზიდენტი რომ არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით, სამწუხაროდ, ეს ჩვენ დავინახეთ და დამტკიცდა კიდეც. ის მაინც გვითხრას საქართველოს პრეზიდენტმა, რომელი კონსტიტუციით მოქმედებს, ან საერთოდ კონსტიტუციით მოქმედებს თუ არა? იქნებ პირადი კონსტიტუცია აქვს? ჩახედავს და როგორც უნდა, ისე მოიქცევა. გარდა იმისა, რომ მან ყველაფერი უკუღმა აკეთა, რასაც ხალხს დაჰპირდა (ხომ დაჰპირდა, რომ ერთად ვიქნებითო და მერე შეურაცხყოფა მიაყენა), კანდიდატის სტატუსზე ვიბრძოლებო და მერე მადლობა გადაუხადა ევროპას, რომ არ მოგვეცით და ახლაც არ გვაძლევთ სტატუსს, მართლები ხართო და ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაც ფეხქვეშ გათელა, მერე ღიმილიანი ფოტოები გამოუგზავნა საქართველოს. ახლა ეს კონსტიტუცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახით პასუხს გასცემს პრეზიდენტს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner