ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მნიშვნელოვანი დადასტურებაა იმ ინტერესის და მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს გააჩნია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან.
„NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილება ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვარშავის სამიტზე, განვიხილავთ იმ თავდაცვის სისტემების გაძლიერების მექანიზმებს, რომელიც შეთანხმდა ვარშავის სამიტზე. ასევე განხილული იქნება სტრატეგიული კომუნიკაციების მექანიზმები, რომელიც ვარშავის სამიტზე შევათანხმეთ. ასევე საუბარი იქნება საქართველოს მისწრაფებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ძირითადი ინსტრუმენტებით. ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველო მოემზადოს ევროპისთვის, ეს არის წლიური ეროვნული პროგრამა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის.
ქართული მხარე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გააცნობს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს გააჩნია, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს. შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც იგეგმება, დარწმუნებული ვარ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინფორმირებული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.