logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოთხშაბათამდე დასრულდება იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას
- +

4 სექტემბერი. 2023. 20:52

 

მმართველმა გუნდმა უმრავლესობის სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა. ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ოთხშაბათამდე დასრულდება იმპიჩმენტის საკითხზე დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შედეგ ამ დოკუმენტებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, - განაცხადა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner