მოლოდინი „ნაცმოძრაობისგან“ უკადრებლის კადრების არ გვაქვს-თქო, მოგატყუებთ რომ გითხრათ. ეს დაადასტურა [ლევან ბეჟაშვილმა] მას შემდეგ, რაც გერმანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა თუ სხვადასხვა საშუალებებმა ეს ინფორმაცია მოიპოვეს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას - დაიწყებს თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტთან ვაჭრობას სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
„თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსიც პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. თუმცა, რამდენად მორალურია საქციელი ნაცმოძრაობის, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს (თუ ეს დაადასტურეს) თუმცა, ამ რისკის დაზღვევა არის ის, რომ ზოგადად შეუძლებელია პოლიტიკოსი, ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს - რომ ჩემი სკამის გულისთვის ვიწყალებ ყოფილ პრეზიდენტს - თქვას“, - გამაცხადა მდინარაძემ.