logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
- +

5 სექტემბერი. 2023. 00:46

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ მთავარ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, კანდიდატის სტატუსთან, ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე.

საუბარი შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. აღინიშნა, რომ ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას, რის შემდეგაც დოკუმენტები შესაბამისი დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს საპენსიო ფონდთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადავადებაზე, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner