logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არის სწორედ ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - მისი ქმედებები ამას ემსახურება
- +

5 სექტემბერი. 2023. 10:31

 

 

„სალომე ზურაბიშვილის პოზიცია თავიდან ბოლომდე დესტრუქციულია და მიმართულია ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არის სწორედ ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

 

„აღმასრულებელ ხელისუფლებას რომ პრეზიდენტისთვის თანხმობა მიეცა ქვეყნის გარეთ, ვითომდა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაგეგმილ შეხვედრებზე, იმ ფონზე, როცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსსო, იქ ხომ შეეკითხებიან, რატომო და მან უნდა ამტკიცოს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ, თუ რატომ არ იმსახურებს ამას ქვეყანა. ანუ, მისი პოზიცია თავიდან ბოლომდე დესტრუქციულია და მიმართულია ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის იმ ქვეყნის წინააღმდეგ მტრობა, რომლის პრეზიდენტიც არის. ასეთ სიტუაციაში სრულიად გამართლებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა ქვეყნის გარეთ, ვითომდა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაგეგმილ შეხვედრებზე წასულიყო. რა თქმა უნდა, ეს არის თვალთმაქცობა და სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არის სწორედაც ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მისი ქმედებები, ფაქტებს რეალურად რომ შევხედოთ და ლოგიკურად ავაწყოთ ჯაჭვი, ამას ემსახურება. მეორე მხრივ, წლის ბოლოს თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მას შეუძლია თქვას, რომ აი, მე რომ არ წავსულიყავი, კანდიდატის სტატუსს ამ მიიღებდითო. ანუ ასეთ გაურკვეველ თამაშს თამაშობს. თავისი ჭკუით, ორმაგი ფსონი აქვს დადებული, თუმცა, ეს არის ძალიან უხეში გალაშქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე. ძალიან სწორია, რომ ამაზე რეაგირება გვაქვს, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული არ იყოს და პრეტენზია გვქონდეს ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner