logo_geo
eng_logo
მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა
- +

7 სექტემბერი. 2016. 14:41



მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა.



რეგისტრაცია სულ 30 დეპუტატმა გაიარა. მათ შორის იყვნენ ფრაქციების: „რესპუბლიკელების", „ქართული ოცნების", „კონსერვატორების" წარმომადგენლები.



რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს, თუმცა დღეისთვის, რეგლამენტისვე გათვალისწინებით, პლენარული სხდომა დანიშნული იყო.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner