მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა.
რეგისტრაცია სულ 30 დეპუტატმა გაიარა. მათ შორის იყვნენ ფრაქციების: „რესპუბლიკელების", „ქართული ოცნების", „კონსერვატორების" წარმომადგენლები.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს, თუმცა დღეისთვის, რეგლამენტისვე გათვალისწინებით, პლენარული სხდომა დანიშნული იყო.