კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება თბილისში პუტინის დასამარცხებლად ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას.
„გენერალი ჰოჯესი, კრამერი და კრამონი პუტინიზმს ფრონტის ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე უტევენ.
სასტუმრო „რუმსი“!
სასწრაფოდ უზრუნველყონ შეტევის მოწინავე რაზმები ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით! ქართველი მოხალისეები თავდაცვის ექს-მინისტრ ბარამიძის მეთაურობით თავგანწირვით უმაგრებენ ზურგს!
„ურა“, - წერს ხაინდრავა.