NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მკაფიო სიგნალი და დემონსტრირებაა იმის, რომ ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
მისი თქმით, ეს ვიზიტი არის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი.
„ეს არის მკაფიო სიგნალი და დემონსტრირება იმის, რომ ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ", - განაცხადა მაისურაძემ.
მისივე თქმით, NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე მსჯელობა შეეხება ვარშავის სამიტზე მიღწეულ საკითხებს.
„ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მივიღეთ ვარშავის სამიტზე. ეს ეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას. ახალი გზები შეთანხმდა თანამშრომლობის ამ სამიტზე და ვისაუბრებთ ამ გზების იმპლემენტაცის თემაზე", - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.