logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან დიდი გამოწვევებია და ამის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს იმის გარდა, რომ რადიკალიზმი შემოიტანოს
- +

5 სექტემბერი. 2023. 16:18

 

 

„ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს გავდივართ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არის რეალურად ძალიან დიდი გამოწვევები და ამ გამოწვევების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ დღის წესრიგში რადიკალიზმი შემოიტანოს.  ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება პირდაპირი იერიში იმ შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა იქნეს მიღებული კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გამიჯნონ კანდიდატის სტატუსი, თითქოს ეს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და არა საქართველოს ხელისუფლებას. ეს ადამიანები არიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობილები. მათ არ უნდათ არანაირი სიკეთე, გარდა იმ შემთხვევისა თუ თვითონ არ იქნებიან პოლიტიკურ მმართველობაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ინტენსიური დღის წესრიგი აქვს. მისივე თქმით, საქართველოს ახლა აქვს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ისტორიული შესაძლებლობა.

 

„საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლას და ასევე გააგრძელებს  მცდელობას, რომ შეიძინოს უფრო მეტი პარტნიორი, რათა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და დაიცვას ჩვენი სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner