logo_geo
eng_logo
„სადახლოსა“ და „ვალეში“ ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
- +

5 სექტემბერი. 2023. 17:01

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

 

აღნიშნული კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner