უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ოლექსი რეზნიკოვის გადაყენებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
რეზნიკოვის გადაყენებას 327 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
რეზნიკოვის გადადგომის შესახებ ერთ-ერთ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი იქნება.