საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ხვდება.
ალიანსის გენერალური მდივანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სწორედ მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მეთაურთან აუდიენცია არის პირველი შეხვედრა, რომელსაც სტოლტენბერგი თბილისში ვიზიტის ფარგლებში მართავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სასტუმრო „რედისონში" გაემგზავრება, სადაც NATO-საქართველოს კომისიის სხდომას გახსნიან.