აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩრდილოეთ კორეას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკებები შეიარაღების მიწოდების შესახებ და დაიცვას ვალდებულება, არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.
4 სექტემბერს, გაზეთ The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა რუსეთისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა და სამხედრო თანამშრომლობა განიხილოს.
The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, ხოლო კიმ ჩენ ინს სურს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიაწოდოს მოწინავე ტექნოლოგიები თანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის.