ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები ცხადყოფს, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ზიანი მიაყენეს რუსეთის თავდაცვით მრეწველობას.
„ჩვენ [მომავალშიც] მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი. დროთა განმავლობაში, ჩვენ არ გვინახავს, რომ ისინი აქტიურად აწვდიდნენ რუსეთს უკრაინაში ომისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას ან სხვა სამხედრო შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
4 სექტემბერს, გაზეთ The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა რუსეთისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა და სამხედრო თანამშრომლობა განიხილოს.
The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, ხოლო კიმ ჩენ ინს სურს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიაწოდოს მოწინავე ტექნოლოგიები თანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის.