პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტის თავდაცვაზე დახარჯვას გეგმავს.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ წარმოქმნილ საფრთხეს ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა, ჩვენ მშვენივრად ვიცით - ისტორიამ და გამოცდილებამ გვასწავლა ეს - რომ ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს იმისათვის, რომ პოლონეთი იყოს თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი და პოლონელებმა უსაფრთხოდ იცხოვრონ.
მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ 137 მილიარდი ზლოტის [33 მილიარდი დოლარი] დახარჯვას თავდაცვისთვის. ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტზე მეტია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.