logo_geo
eng_logo
ანდჟეი დუდა: პოლონეთი მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტის თავდაცვაზე დახარჯვას გეგმავს
- +

5 სექტემბერი. 2023. 23:12

 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტის თავდაცვაზე დახარჯვას გეგმავს.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ წარმოქმნილ საფრთხეს ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა, ჩვენ მშვენივრად ვიცით - ისტორიამ და გამოცდილებამ გვასწავლა ეს - რომ ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს იმისათვის, რომ პოლონეთი იყოს თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი და პოლონელებმა უსაფრთხოდ იცხოვრონ.

მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ 137 მილიარდი ზლოტის [33 მილიარდი დოლარი] დახარჯვას თავდაცვისთვის. ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტზე მეტია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner