logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა
- +

6 სექტემბერი. 2023. 11:03

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.

 

ბლინკენის შესაძლო ვიზიტის შესახებ უკრაინული მედია არაოფიციალურად წერდა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებდნენ.

 

უკრაინული მედიის ცნობით, ბლინკენის კიევში ჩასვლამდე უკრაინის დედაქალაქი რუსეთი მხრიდან საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. საჰაერო თავდასხმის საფრთხე ბლინკენის კიევში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა.

 

ენტონი ბლინკენი კიევში ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო ჩასული. მანამდე ბლინკენი უკრაინაში 2022 წლის აპრილში პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner