logo_geo
eng_logo
6 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში, გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი
- +

6 სექტემბერი. 2023. 11:12

 

 

6 სექტემბრის მდგომარეობით, „რთველი 2023 წლის“ ფარგლებში,  ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი, აქედან, 11 ათას ტონამდე რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

ექსპორტის ზრდის ფონზე და ყურძნის შესყიდვაზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რაც ასევე ყურძნის შესასყიდ ფასზეც აისახა: ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების რქაწითელის საშუალო ფასი 2023 წლის რთველის ამ პერიოდში შეადგენს 1,08 ლარს (2022 წელს იყო 0,92 ლარი), ხოლო საფერავის - 1,56 ლარს (2022 წელს - 1,50 ლარი). ხარისხიან რქაწითელში კერძო საწარმოების მიერ დაფიქსირდა 1 კგ - 1,35 ლარი, ხოლო საფერავში - 1,80 ლარის გადახდაც.

 

ამასთან ერთად, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავებულია 2080 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner