logo_geo
eng_logo
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება
- +

6 სექტემბერი. 2023. 13:14

 

 

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების  მიღებას იწყებს.

 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტუდენტებს მიმართა, შესაბამისი დოკუმენტაცია  თბილისის მერიაში დროულად წარადგინონ.

 

„მინდა, მივმართო სტუდენტებს, ვინც ხვდებით აღნიშნულ პროგრამაში, იაქტიურეთ. დაფინანსების მისაღებად, თბილისის მერიაში  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია 30 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების შეტანა, ასევე, შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე  www.ms.gov.ge. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დაფინანსების წესთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://tbilisi.gov.ge/news/15067.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner