logo_geo
eng_logo
სოფელ გამდლისწყაროში, მისასვლელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

6 სექტემბერი. 2023. 14:38

 

 

სოფელ გამდლისწყაროში, მისასვლელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. 1 243 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს.

 

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 594 999 ლარია.

 

სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, აღდგენილი გზით სოფელი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ჩქაროსნულ მაგისტრალს უკავშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner