logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის „ROTANA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა
- +

6 სექტემბერი. 2023. 17:18

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასტუმროთა საერთაშორისო ქსელის, „Rotana“-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ საინვესტიციო ჯგუფს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. არაბთა გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში პირველად განახორციელებს პროექტს, რომლის მოცულობა 71 მლნ აშშ დოლარი იქნება. პროექტი ითვალისწინებს გონიოში 5-ვარსკვლავიანი, 546-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას. სასტუმროთა ქსელი „Rotana“ ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება.

 

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner