„მელიას „ბულკი“ გამოჩნდა, თუმცა, არსადაც არ ყოფილა წასული, ყოველთვის „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე ბზრიალებდა…ამისთვის სინდისი და მორალი იქ დამთავრდა, ჯერ მელიას ზვარაკად რომ შეეწირა, მერე მერის არჩევნებზე კახი კალაძეს რომ დაუპირისპირდა და ბოლოს რეგიონებში ჩამოაყალიბა კოალიცია ნაცებთან ერთად,“ - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციონერები გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებზე ესაუბრებოდნენ, მოულოდნელად, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც გამოჩნდა.
ქადაგიძის თქმით, გიორგი გახარიას ისღა დარჩენია საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერა, რადიკალიზმითა და უცხოური ბენეფიციარობით აიმაღლოს.
„მელიას „ბულკი“ გამოჩნდა, თუმცა, არსადაც არ ყოფილა წასული, ყოველთვის „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე ბზრიალებდა… ამისთვის სინდისი და მორალი იქ დამთავრდა, ჯერ მელიას ზვარაკად რომ შეეწირა, მერე მერის არჩევნებზე კახი კალაძეს რომ დაუპირისპირდა და ბოლოს რეგიონებში ჩამოაყალიბა კოალიცია ნაცებთან ერთად… ახლა, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, ეს პატარა კომპლექსიანი დოქსოპულო, თუმცა, რა ქნას ამ საცოდავმაც, დაიბარეს დიდმა ბიძიებმა და უთხრეს: იმუშავებ ჩვენზე, შაშჭამ, თუ არა და… მოკლედ, ნაცებისგან სახელდებული „თვალთხარია”, ნაცებისგანვე განიბანა და ახლა ისღა დარჩენია, საკუთარი „პლინტუს ქვევითა” რეპუტაცია და ელექტორალური მხარდაჭერა რადიკალიზმითა და უცხოური ბენეფიციარობით აიმაღლოს… თუმცა, ნათქვამია: ყველაფრისგან, როგორც სალამური არ ითლება, ისე შენგან კაცი და ლიდერი აღარ გამოიძერწება. ასე რომ, მიდი, ხაბეიშვილს თუ გაეჯიბრები იდიოტობაში…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.