logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: გიორგი გახარია რომ ბიძინას დასანქცირებას ითხოვს, რატომ ღმერთი არ გაიცინებს
- +

6 სექტემბერი. 2023. 17:33

 

 

„გიორგი გახარია რომ ბიძინას დასანქცირებას ითხოვს, რატომ ღმერთი არ გაიცინებს. ამ ხალხს რა ემართებათ? ლამის ტყვიაზე წავიდოდი ამ კაცის გამო და ნაცებთან კოალიცია? და სააკაშვილის შპანასთან ერთად ითხოვს ბიძინას დასანქცირებას?“ - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „კურიერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

 

„გიორგი გახარია რომ ბიძინას დასანქცირებას ითხოვს, რატომ ღმერთი არ გაიცინებს.

 

გავგიჟდიი რა, ამ ხალხს რა ემართებათ? ლამის ტყვიაზე წავიდოდი ამ კაცის გამო და ნაცებთან კოალიცია? და სააკაშვილის შპანასთან ერთად ითხოვს ბიძინას დასანქცირებას? ამას ჰქვია აგენტობა, უნამუსობა და აღარ ვიცი... სიტყვები არ მყოფნის... ამის დამცველები რატომ არ აპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტს? ბიძინა რომ არა, ვინ იცოდა საერთოდ, ვინ იყო გახარია? მართლა ძალიან, ძალიან მომხვდა გულზე... ამას იმედგაცრუებაც აღარ ჰქვია.

 

ამ კაცს ჰქონდა ყველაფერი, თუკი ოდესმე შეიძლება ქართველმა ადამიანმა იოცნებოს, მათ შორის ხალხის სიყვარულიც და ეს ვინ ყოფილა?

 

შეეშვას ამ პოლიტიკას და მიხედოს ლოლას..“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner