logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვიცით ნინო ლომჯარიას კრიტიკული დამოკიდებულება - ჩვენთვის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, უკვე არის პოლიტიკის მონაწილე
- +

6 სექტემბერი. 2023. 21:26

 

 

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ახალი მოძრაობის შექმნას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, არ იცის მომავალში ლომჯარია პოლიტიკურ პარტიას შექმნის თუ არა, მაგრამ მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, უკვე არის პოლიტიკის მონაწილე.

 

„ვიცით მისი კრიტიკული დამოკიდებულება, ვიცით მისი პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებდა არაერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ალბათ მას უნდა ჰკითხოთ, აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები. ჩვენთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ოპონირებს ხელისუფლებასთან, თუ ოპონირებს ოპოზიციასთან, უკვე არის პოლიტიკის მონაწილე. პარტიას შექმნის მომავალში თუ რომელიმე პარტიაში გაერთიანდება, ეს არ ვიცი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა. მისი თქმით, საზოგადოებრივი პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად არ გარდაიქმნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner