logo_geo
eng_logo
ჯეიკ სალივანი: ჩრდილოეთ კორეას საფასურის გადახდა მოუწევს, თუ რუსეთს იარაღს მიაწვდის
- +

6 სექტემბერი. 2023. 21:56

 

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას საფასურის გადახდა მოუწევს, თუ რუსეთს იარაღს მიაწვდის.

 

„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კარგად არ აისახება ჩრდილოეთ კორეაზე და ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან საერთაშორისო საზოგადოებაში“, - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

 

„ჩვენ [მომავალშიც] მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი. დროთა განმავლობაში, ჩვენ არ გვინახავს, რომ ისინი აქტიურად აწვდიდნენ რუსეთს უკრაინაში ომისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას ან სხვა სამხედრო შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

 

4 სექტემბერს, გაზეთ The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა რუსეთისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა და სამხედრო თანამშრომლობა განიხილოს.

 

The New York Times აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, ხოლო კიმ ჩენ ინს სურს, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიაწოდოს მოწინავე ტექნოლოგიები თანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner