უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გამარჯვებისთვის.
„ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის გამარჯვებისთვის, როდესაც გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ სანტიმეტრსა და თითოეულ ხალხს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
„ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ყველას, ვინც, სამწუხაროდ, დროებით ტყვეობაში იმყოფება. ყველა მათგანი - ბავშვები, სამხედრო ტყვეები, პოლიტპატიმრები, მშვიდობიანი მოქალაქეები“, - განაცხადა უმეროვმა.