ევროკავშირის გაფართოებას პუტინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციალი აქვს, - განაცხადა ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა. ლორენს ბონმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებასა და ჩარევებს აქვს ადგილი, რაც სერიოზული პრობლემაა.
ფრანგი მინისტრის განმარტებით, ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს, მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს რუსული გავლენის სტრატეგიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ვლადიმერ პუტინის მიზნები არამხოლოდ ტერიტორიულ ამბიციებს, არამედ ევროპული ბლოკის დასუსტებასაც შეეხება.