logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე სევდია უგრეხელიძეზე: ეს ქალი საერთოდ ნორმალურია?
- +

7 სექტემბერი. 2016. 16:03



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე სევდია უგრეხელიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ, უგრეხელიძეს აღარ აქვს მორალური უფლება, საკრებულოში წარმოადგენდეს მოსახლეობის ინტერესების დამცველს.


შეგახსენებთ სევდია უგრეხელიძის განცხადებას: „გირგვლიანზე ქე მაინც იძალადეს,  სტურუა კი ისე გაამწარეს, სიცოცხლე მოისწრაფა".



„გუშინდელი განცხადების შემდეგ სირცხვილია,  სევდია უგრეხელიძეს კვლავ საკრებულოს დეპუტატი ერქვას, მართალია, ამის იურდიული საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მას არ აქვს მორალური უფლება, საკრებულოში წარმოადგენდეს მოსახლეობის ინტერესების დამცველს. ეს ქალი საერთოდ ნორმალურია? რას ნიშნავს მისი ფრაზა - „გირგვლიანზე ქე მაინც იძალადეს,  სტურუა კი ისე გაამწარეს, სიცოცხლე მოისწრაფაო"? დღეს სამწუხაროდ საზოგადოების შეგნებაშია პრობლემა (დიდწილად ეს ოპოზიციურ პარტიებს ეხება).  არ შეიძლება, მთლიანი საქართველოს და ერთი კონკრეტული ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო და შეეცადო ქულების დაწერას. ერთ რჩევას მოგცემთ, ქალბატონო სევდია, ადამიანი რაც უფრო ბევრს ლაპარაკობს, მით უფრო მეტ სისულელეს ამბობს, ასე რომ, შეეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ, თორემ ხომ ხედავთ, უკვე ალოგიკურ განცხადებებს აკეთებთ!  თქვენ თვითონ ამბობთ, რომ გირგვლიანზე „ქე მაინც იძალდეს". შენ, როგორც იმ პოლიტიკური გუნდის წევრმა, რომელმაც ძალადობა განახორციელა, რა გააკეთე ან დღეს რას აკეთებ, რომ მოძალადეები დასჯილიყვნენ? აღიარებითი ჩვენებაა, რომ მოხდა ძალადობა, მაგრამ აღნიშნულ ფაქტზე იღებთ კი პოლიტიკურ ან მორალურ პასუხისმგებლობას? სკამის დაკარგვის შიშით მაშინაც ჩუმად იყავი და ახლაც ჩუმად ხარ. ხოლო სტურუას საქმესთან დაკავშირებით, თუ არ იცით, გეტყვით, რომ პოლიციელს, რომელმაც ძალადობა განახორციელა, ხელი არავინ დააფარა და მასზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.  სწორედ ეს არის განსხვავება წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის. თქვენ სკამის მონები იყავით და ხართ! სკამის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებდით და არ ებრძოდით უსამართლობას, მოქმედი ხელისუფლება კი ხალხის მსახურია და არა სკამის, რისი ნათელი დადასტურებაც თუნდაც სტურუას საქმეზე მყისიერი რეაგირება გახლავთ", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner