logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაზრდილია
- +

6 სექტემბერი. 2023. 23:52

 


"კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაზრდილია", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ამ მოსახლეობამ აირჩია „ქართული ოცნება“.

ხელისუფლება გამოხატავს ხალხის ნებას, ხალხის პოზიციას და ამ შემთხვევაშიც ასეა. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ამ მოსახლეობამ აირჩია „ქართული ოცნება“. ხელისუფლება და ხალხი, როგორც დემოკრატიული სისტემის ელემენტები, არის ერთი და იგივე. ამას ვინც არ აღიარებს, ის უბრალოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს. სრული ფარსია - „ხალხს მივეცი სტატუსი და არა ხელისუფლებას“. ხელისუფლება გამოხატავს ამ სახელმწიფოს პოზიციას. თვითონაც ხედავენ, რომ პერსპექტივა გაზრდილია, კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა არის გაზრდილი. ისევ უხეშად, 50/50-ზეა, მაგრამ აშკარად დადებითი ტენდენციაა. ამას ხედავენ და ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში რაც შეიძლება ნაკლები ქულა დაიწეროს ხელისუფლებამ და სასოწარკვეთილი ქმედებები აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner