logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტს დღეს იწყებს
- +

7 სექტემბერი. 2023. 10:33

 

 

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“ - ეს ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტის და შეხვედრების მთავარი საკითხია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს დღეს იწყებს.

 

უმაღლესი რანგის შეხვედრები მას პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ექნება. აუდიენცია შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. დღეს საღამოს ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი პირველ კომენტარს მედიისთვის გააკეთებს.

 

ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner