თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა ღამე გაათენეს. თსუ-ში ცოტა ხნის წინ დავით ბერძენიშვილი იმყოფებოდა. მან სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა. სტუდენტების პოზიციით, არ სურთ, მათი პროტესტი პოლიტიკურ კონტექსტში იქნას განხილული:
„პარლამენტმა მიიღო კანონი და ამაზე ისაუბრა თამარ კორძაიამ. თქვენ შეგიძლიათ, „ოდეერი" აქედან გააპანღუროთ! ეს ჩვენ მივიღეთ!" - უთხრა ბერძენიშვილმა სტუდენტებს.
სტუდენტებმა ბერძენიშვილის სოლიდარობა დადებითად შეაფასეს, თუმცა განმარტეს, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს.
ამას გარდა, მცირედი შელაპარაკება მოხდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და დავით ბერძენიშვილს შორის. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიმართა ბერენიშვილს - ვისი მოწვევით იმყოფებოდა უნივერსიტეტში. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ის სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა.