logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრებზე მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილოთ და მოვისმინოთ ევროკავშირის ხედვები, თუ როგორ ხედავენ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობას
- +

7 სექტემბერი. 2023. 12:00

 

 

ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრებზე მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილოთ და მოვისმინოთ ევროკავშირის ხედვები, თუ როგორ ხედავენ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობას”, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მან ევროკომისარ ჟოზეფ ბორელის თბილისში დაგეგმილ ვიზიტზე და ამ შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

 

მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, საქართველოს გეოპოლიტიკური გამოწვევები, რა საფრთხეები არსებობს ჩვენ წინაშე, რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობას და ევროკავშირთან უმაღლესი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც თავისთავად მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. ჩვენთვის წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხს და რა თქმა უნდა, იმ საკითხებს განვიხილავთ, რაც შეეხება 12 რეკომენდაციის შესრულებას.

 

მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილოთ ევროკავშირის წარმომადგენელთან და მოვისმინოთ ევროკავშირის ხედვები, თუ როგორ ხედავენ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობას და არა მხოლოდ რეგიონთან ურთიერთობას, ზოგადად, ევროკავშირისთვის საქართველოს პარტნიორობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. ჟოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაგეგმილია პრესკონფერენცია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს პარლამენტშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner