logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური რეაქცია იმაზე, რომ მომავალში ყველა ხელისუფლებამ და ყველა ლიდერმა საკუთარი საქმე გააკეთოს კონსტიტუციის დაცვით
- +

7 სექტემბერი. 2023. 12:03

 

 

ჩვენ და ჩვენი მშობლების თაობასაც კარგად ახსოვს თუ სადამდე მიიყვანა ქვეყანა არაერთხელ კონსტიტუციისა და კანონების, წესების უგულებელყოფამ, იმის თვითდაჯერებამ, რომ შეიძლება დღეს კონსტიტუციაზე მნიშვნელოვანი იყო შენ რას ფიქრობ და შენ რისი გაკეთება გინდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

ზუსტად ამას ეხება იმპიჩმენტის პროცედურა. ეს არის სამართლებრივი და პოლიტიკური რეაქცია იმაზე, რომ მომავალში ყველა ხელისუფლებამ და ყველა ლიდერმა - არჩეულმა თუ დანიშნულმა ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი საქმე გააკეთოს კონსტიტუციის დაცვით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად დოკუმენტები მზად არის. საპროცედურო კომიტეტს მმართველი გუნდი ხელმოწერებს დღეს წარუდგენს. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს. შემდეგ კი დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner