საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარი ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. პირველი გოლი მატჩის მე-10 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი გადაცემა სწორად დაამუშავა და მეტოქის კარის აღება მოახერხა. მეორე გოლი ახალწვეული - ვასილიოს გორდეზიანის ანგარიშზეა. ბერძნული „პაოკის“ შემტევმა გიბრალტარის კარი თავური დარტყმით აიღო.
მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელები სტუმრად მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაში 12 სექტემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.