ნინო ლომჯარიამ ახალი პლატფორმა „სოროსის ფონდის“ დაფინანსებით შექმნა. ამის შესახებ ტვ „იმედის“ სიუჟეტშია ნათქვამი.
სიუჟეტის თანახმად, ნინო ლომჯარიას საზოგადოებრივ ამბიციებს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებს.
აქვე აღნიშნულია, რომ ყოფილი ომბუდსმენი უახლოეს მომავალში ფინანსურ წყაროებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც ელოდება.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით ჩვენი ნაბიჯებით, აქტივობებით, იმ პროდუქტით, რასაც ჩვენ შევქმნით მოვახდინოთ ზეგავლენა საჯარო პოლიტიკურ დისკურსზე. ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ეს პლატფორმა, ან ეს ორგანიზაცია გარდაიქმნას, ან ტრანსფორმირდეს, ან გახდეს პოლიტიკური მოძრაობა, ან პოლიტიკური ორგანიზაცია“, - აცხადებს ნინო ლომჯარია „იმედის“ სიუჟეტში.