logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებდა, რომ ნიკა მელია არის დამნაშავე, მისჯილი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ
- +

7 სექტემბერი. 2023. 14:28

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განხცადებით, რასაკვირველია, სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებდა, რომ ნიკა მელია არის დამნაშავე, მისჯილი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ. ასე გამოეხმაურა ის სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“.

 

მე უბრალოდ მიკვირს, რამხელა უტიფრობაა საერთაშორისო სასამართლოზე იმ საკითხით მისვლა, რომელიც თავად იცი, რომ დამთავრდება უშედეგოდ, იმის გამო, რომ ტელევიზიით იხილა მთელმა მსოფლიომ, რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ დანაშაულისთვის მიღებული რბილი გადაწყვეტილებაც ნახა, იმ სამაჯურის მოხსნის პროცესიც და სახელმწიფოს არევისა და ამოტრიალების პროცესიც იხილა“, - აცხადებს ვოლსკი.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner