logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ეს არ გამოუვათ
- +

7 სექტემბერი. 2016. 16:10



ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახს პასუხობს.



გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა, მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. ყოველთვის, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან მარშუტკების" ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხანხუდონი" ჩემი საკუთარი პროექტია, ახლა გავიგე, რომ თითქოს გორში, ქარის ელექტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურები, რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა და ათასი სიბინძურე. ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ. მე ამ ოჯახს ადამიანურად თანავუგრძნობ და თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა ან მითითება, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, ამოიღონ სატელეფონო ზარები და მოვითხოვ, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელი გახდება. ვფიქრობ, ყველა დაიღალა ამდენი ცილისწამებით, მეც, საზოგადოებაც. თუ ფიქრობენ, რომ მორალურად ამით დამანგრევენ, ეს არავის გამოუვა, რადგან მე ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი და ასეთი ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს საქმიანობას, რასაც ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახი, მის დაკავებას კახა კალაძის ინტერესებს უკავშირებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner