logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ბორელის ვიზიტზე: საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგი შესაძლებლობაა, ისაუბროს, თუ რამდენად თავსებადია საქართველოს მდგომარეობა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
- +

7 სექტემბერი. 2023. 14:31

 

 

„ოპოზიცია ცდილობს, მავნებლურად დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია და საქართველო წარმოაჩინოს როგორც სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, მდგომარეობა, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისარ ჟოზეფ ბორელის თბილისში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

 

მან ამ შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

 

„საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, საგნობრივად ისაუბროს და არა იმ სტილში, როგორც ოპოზიცია საუბრობს, ისაუბროს კონკრეტული რეზულტატებით, რაც მოჰყვა 12 რეკომენდაციაზე მუშაობას. ნებისმიერი სხვა პარამეტრითა და მაჩვენებლით, თუ რამდენად თავსებადია საქართველოს მდგომარეობა კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან.

 

ასევე, სათქმელია ისიც, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიცია ცდილობს, მავნებლურად დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია და საქართველო წარმოაჩინოს როგორც სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, მდგომარეობა, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ყველა არგუმენტი დავდოთ და ავხსნათ, რომ ოპოზიცია უბრალოდ, ვიწროპარტიული ინტერესითაა შეპყრობილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner