logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე: არ შანტაჟდება და ხომ უნდა მიხვდე ბოლო-ბოლო, არ ექვემდებარება ეს ადამიანი შანტაჟს
- +

7 სექტემბერი. 2023. 15:38

 

 

“ვერ დარწმუნდნენ, ვერ დაიჯერეს, ვერ გაითავისეს, რომ კაცმა 2012 წელს საკუთარი თავი და ოჯახი გადადო, სასწორზე დადო საკუთარი სიცოცხლე და ახლა ამ ადამიანს აშინებენ რაღაც სანქციებით“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

 

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ივანიშვილი შანტაჟს არ ექვემდებარება.

 

ხან 2 მილიარდით აშინებენ, რომლისთვისაც ჩამოშალეს მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ბანკი, ხან რაღაც სისულელეებით აშინებენ. არ შანტაჟდება და ხომ უნდა მიხვდე, ბოლო-ბოლო, არ ექვემდებარება ეს ადამიანი შანტაჟს. არც მისი დაფუძნებული პარტიის წარმომადგენლები ექვემდებარებიან შანტაჟს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ასე დაიწყო და ჩვენც ასე ვაგრძელებთ დღეს მის გარეშე. პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ებრძვიან ახლა, თითქოს პოლიტიკაში იყოს ისევ. ჩვენც იმ გზას მივყვებით, რაც იმ კაცმა დაიწყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner