logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვიღაცებმა ვერ აიტანეს ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, რომელიც ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს კი ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს
- +

7 სექტემბერი. 2023. 15:39

 

 

ჩემი აზრით, ვერ აიტანეს ვიღაცებმა ის, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, რომელიც ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებსა და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტით გამგზავრების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

 

ნებისმიერი კერძო ვიზიტის შესახებ ხელისუფლების ნებისმიერმა წარმომადგენელმა წინასწარ უნდა აცნობოს საზოგადოებას, სანამ ამაზე კითხვებს არ დასვამენ? 80 ათასი დოლარი საიდან მოიტანეთ, არ ვიცი. გარდა ამისა, არასწორია იმის თქმა, რომ ეს ინფორმაცია იმალებოდა. კერძო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ასე არავინ აქვეყნებს. მოდით, გავიგოთ მთავარი: რა მოხდა სინამდვილეში? პრემიერი შვილთან ერთად კერძო, თავისი ოჯახის ხარჯებით ჩარტერით გაფრინდა ევროპაში, იქიდან კი ჩვეულებრივი კომერციული რეისით გადაფრინდა აშშ-ში. ჩემი აზრით, ეს იქნება თქვენი საქმე, როდესაც ეს გამოქვეყნდება დეკლარაციაში, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ეს არის კერძო ვიზიტი, ანუ ჩარტერის ხარჯი, ნებისმიერი ხარჯი, ეს ადამიანი სახლში რას ხარჯავს, შვილის სწავლაში რას ხარჯავს - ყველა ეს ხარჯი დეკლარაციაში იქნება ჩაწერილი. ამის შემდეგ დასვით, რა კითხვაც გინდათ შემოსავლებთან დაკავშირებით. თუ კითხვა სწორად დაისმება - საკუთარი ხარჯით თუ სახელმწიფოს ხარჯით, პასუხია - საკუთარი ხარჯით. ჩემი აზრით, ვერ აიტანეს ვიღაცებმა ის, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, რომელიც ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებსა და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს. ვერც ის აიტანეს, რომ პენსილვანიაში, მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ უორტონის ბიზნესსკოლაში ჩააბარა მისმა შვილმა. ეს ვერ მოინელეს და სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ. პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც ოჯახს განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივს სცემს, ნებისმიერი რამის მიუხედავად სახელმწიფოს ხარჯებს სააკაშვილივით კი არ იყენებს, არამედ თუ საჭიროება არსებობს, თავისი ოჯახის ხარჯები რასაც სწვდება, იმას აკეთებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner